ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ქალზე სავარაუდო ძალადობისთვის დაკავებულ მსახიობისა და რეპერის, კახა აბუაშვილისთვის, იგივე „კაბუსთვის“ ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც იზოლატორში შესვლამდე დაკავებულის ადვოკატმა დავით სანაძემ განაცხადა, მსახიობი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს.
„ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!“ – კაბუს ყოფილი ცოლი მუსიკოსის დაკავებას ეხმაურება
ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ქალი, ვის მიმართაც სავარაუდო ძალადობას ედავებიან, კახა აბუაშვილის ოჯახის წევრი არ არის.
კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.
ფოტო: IPN