LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილის იუმორის მსხვერპლი ვარ“ – დათო ლიკლიკაძის დედა ვაჟით ამაყობს

178
დათო ლიკლიკაძე დედასთან ერთად

დათო ლიკლიკაძის დედა თამილა კლდიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ პოპულარული ვაჟის შესახებ ესაუბრება.

თამილა კლდიაშვილი:

დათო ჩემი მეორე შვილია, პირველი გოგონა შემეძინა, ლელა, რომელიც წარმატებული პედაგოგია, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს და ორი ქალიშვილი.

რაც შეეხება დათოს, ყველა დედას ვუსურვებ ასე გამართლებას. ძალიან კარგი შვილი მყავს. მისი მეუღლე, სალი, საუკეთესო რძალია. ჩემი მესამე შვილიშვილი, ეველინი, უსაყვარლესი ბავშვია.

ჩემი მეუღლე 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს იყო ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი ტრაგედია, დათოსთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ, მას მერე ბევრი კარგი რამ მოხდა, მოიარა მთელი მსოფლიო, სიყვარულით შექმნა ოჯახი, ჰყავს უსაყვარლესი ქალიშვილი, მაგრამ დღემდე ვერ დაძლია მამის არყოფნით გამოწვეული ტკივილი. ალბათ, ვერც ვერასდროს დაძლევს. ასეა ჩემი მეორე შვილიც, ისიც ასე განიცდის მამის გარდაცვალებას.

დათო თქვენს სიმკაცრეზე ხშირად იუმორით ჰყვება. მართლა ასეთი მკაცრი იყავით მის მიმართ?

არა, აბსოლუტურად უტრირებს, სრულიად გამოგონილ ისტორიებს ჰყვება. არასდროს შეშინებია ჩემი. სულ სიცილ-კისკისში გავიარეთ დედაშვილობა. სულ ვეჩხუბები, რატომ გამოგყავარ ასეთი-მეთქი. ის კი ღიმილით მპასუხობს, ასე უფრო კარგი მოსაყოლიაო. მოკლედ, მისი იუმორის „მსხვერპლი“ ვარ.

ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 12 თებერვლის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g