LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს – მიხეილ კალანდიას ბაბუა

491
ბორის კაკუ

“მიხეილ კალანდიას დაკავება ყველას ინტერესშია, ხელისუფლებისაც და ოპოზიციისაც”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.

ოჯახის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე, რომ ისინი მოწმეებზე ახდენდნენ ზეწოლას და მათ მოსყიდვას ცდილობდნენ, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

"ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ"

მიხეილ კალანდიას ძმა სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ბორის კაკუბავამ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ კალანდია ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა.

 

კითხვაზე, ვის ინტერესშია მიხეილ კალანდიას დაკავება და არის თუ არა ხელისუფლების ინტერესში, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „ყველას ინტერესშია ალბათ. ხელისუფლების, ოპოზიციის“.

ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? - მიხეილ კალანდიას მამა არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

"პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო".

კითხვაზე, რა არის მიხეილ კალანდიას დაკავების მიზანი, დაკავებულის ბაბუამ განაცხადა:

„მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა. გადმოტრიალება ეს არის მიზანი. ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს“, – აღნიშნა ბორის კაკუბავამ.

სასამართლო მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებაზე  მსჯელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g