„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და ალბათ ეს ნიშანია იმის, რომ მოდის ახალი მომავალი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარშზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შეკრებილი საზოგადოება არის დასტური, რომ საქართველო არის თავისუფალი.
„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და ალბათ ეს ნიშანია იმის, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.