LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება“ – ილონ მასკი

152
ილონ მასკი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, „ვლადიმირ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოიწვია, მისი Starlink სისტემა კი უკრაინის არმიის ხერხემალია“.

„მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე“, – წერს ილონ მასკი პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს.ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, – წერს მასკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g