LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს, არ ესმით, რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია“ – რას წერს ნუნუკა თამაზაშვილის და

369
მარიამ თამაზაშვილი

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და დამატებითი სასჯელის სახით, 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის და, მა­რი­ამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს

მარიამ თამაზაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან გული მტკივა, რომ მიწევს ამის დაწერა, მაგრამ გული ვერ დაიტევს, მინდა ყველამ იცოდეს, ირაკლი ვინ არის და რა ადამიანია.

„დეჟა ვუ“ მაქვს, ერთი წლის წინ, არჩევნების წინ დავწერე პოსტი, რა გავიარე, როცა მამაჩემი დაიჭირეს 2011 წელს და ვთქვი სიტყვები: ,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ თაობას მსგავსი ფსიქოლოგიური ტერორი თავიდან ავაცილოთ“.

მიჭირს, როცა ვიცი რა მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს და იციან, რომ ციხეშია. კითხვები ბევრია, რატომ? არ ესმით, რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ბავშვობიდან საქართველოს და რაც ყველაზე ძვირფასია, მშობლების უსაზღვრო სიყვარულში იზრდებიან. საბედნიეროდ, იციან, რა არის სიყვარული, ნამდვილი, გულწრფელი, უკიდეგანო სიყვარული. ამიტომ მტკივა ყველაზე მეტად. არ იმსახურებენ… არ იმსახურებენ ამ ტკივილს და დარდს.

5 წლის ვიყავი, ირაკლი რომ გავიცანი. ჩემს დაზე მიწებებული ვიყავი და ვიეჭვიანე, ახლაც მახსოვს, მაკდონალდში წამიყვანეს რუსთაველზე, ირაკლის ეჭვის თვალით ვუყურებდი, ვთხოვე, დამალობანა მეთამაშე-მეთქი, მეთამაშა და ბევრი ვიცინეთ.

ბევრი ეჭვიანობის მიუხედავად, რთული იყო არ შემყვარებოდა, მივიღე პატარა შტერმა მარიამმა, იმიტომ რომ მივხვდი, ჩემი და როგორ უყვარდა. სკოლაშიც ირაკლის დავყავდი, ჩვენთან ცხოვრობდნენ სანამ სახლისთვის ფულს აგროვებდნენ, ჩემი ოთახი დავუთმე და მიხაროდა ყოველ დღე ამ სიყვარულს რომ ვხედავდი.

ირაკლი პარიზში რომ წავიდა სასწავლებლად, 3 სხვადასხვა რესტორანში მუშაობდა და თან ფულს აგროვებდა ოჯახისთვის. ეს ადამიანი ყველაზე თავმდაბალი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მოსიყვარულე იყო ყოველთვის. როცა არაფერი ჰქონდა 21 წლის ასაკში, ჩემს დას დაჰპირდა, რომ ისეთ მომავალს მისცემდა, როგორსაც იმსახურებდა, ეს პირობა ჩემს მშობლებსაც მისცა. ჩემს დას საუკეთესო მომავალი ნამდვილად აჩუქა, ისეთი სიყვარული, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ყოველთვის ვეუბნებოდი ხანდახან მორცხვად, რომ ჩემი მაგალითი იყვნენ, არიან და იქნებიან ოჯახის და სიყვარულის.

მამობაზე არც ვიცი როგორ ვისაუბრო, პრემიერი რომ იყო, ყველაზე მძიმე სიტუაციებში, სახლში მოდიოდა და ბავშვებს რჩევებს ეკითხებოდა: „მამ, რას ფიქრობ აბა, ხო სწორად მოვიქეცი, შენ როგორ მოიქცეოდი, მერე ბურგერებს უკეთებდა ყველას და თამაშობდა ფეხბურთს ბავშვებთან ერთად. შვილებთან მეგობარიც არის, მამაც და ავტორიტეტიც. როგორ ახერხებს, არ ვიცი… როგორ მოახერხა ეს ყველაფერი, არ ვიცი.. არც ის ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ერთი ვიცი, რომ ირაკლისნაირი ადამიანები უბრალოდ არ ჩნდებიან, მისნაირი ერთგულება და სიყვარული ყველას არ შეუძლია.

იყო ადამიანი, არ არის მარტივი. ირაკლიზე ვინ რას დაწერს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც ღირსება, ქვეყნის სიყვარული და ადამიანობა აქვს, ყველა ხვდება ვინ არის. ვისაც გიხარიათ რაც ხდება, ჩემთვის თქვენ ადამიანები არ ხართ. ბავშვებზე რომ ღლიცინებთ და გიხარიათ სხვისი უბედურება, მეცოდებით, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მიხვდებით, რა არის ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, რომელიც თვით უფალი ღმერთია.

ირაკლიზე არ ვნერვიულობ, უდიდესი შინაგანი ძალა და თავდაჯერება აქვს, რომელიც, პირველ რიგში, უფლის რწმენით, თავისი სიმართლით და ოჯახის სიყვარულით მოდის.

სიმართლე გაირკვევა და ყველაფერი მაგრად იქნება და ფრთხილად იყავით, არ შეგრცხვეთ თქვენი ბინძური სიტყვების. ბავშვებს ნუ ეხებით, გეშინოდეთ ღმერთის! ღმერთმა შეგინდოთ და თქვენს შვილებს ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს!

ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!

ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს!

P.S სანთელ საკმეველი გზას არ დაჰკარგავს დიდი ილია თვლისო!“ – წერს მარიამ თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ძალიან გული მტკივა, რომ მიწევს ამის დაწერა, მაგრამ გული ვერ დაიტევს, მინდა ყველამ იცოდეს ირაკლი ვინ არის და რა…

Posted by Mariam Tamazashvili on ორშაბათი, 12 იანვარი, 2026

„ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში – დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც სიყვარულით ემსახურა – სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაიმე სარგებელს მიიღებენ“ – ალექსანდრე თამაზაშვილი ღარიბაშვილზე

ვოლსკი ღარიბაშვილის დაკავებაზე: „ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული… ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა“

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g