იტალიელი, ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მის მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ „სთორს“ ეხმაურება.
„მეგობრებო, ჩემმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა სტატუსმა კითხვები გააჩინა, თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტულად ჩემი ეს „სთორი“. არა ერთი შეკითხვა შემომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა ეს ჩემს პირად ცხოვრებასთან კავშირში. გეტყვით რომ ეს სტატუსი არ ეხებოდა ჩემს პირადს. ეს სტატუსი უკავშირდებოდა ჩემს წამოსვლას „ზუმბა ფიტნეს ჯორჯიას“ ჯგუფიდან.
აქვე ვიტყვი, რომ ტექსტი, რომელიც დავწერე არ ეხება ჯგუფის ყველა წევრს. ამ ჯგუფში აგრძელებენ მოღვაწეობას ჩემთვის საყვარელი ადამიანები და მათ გულწრფელად დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუ ვის და კონკრეტულად რის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება არც მაგას გავაჟღერებ, რადგან შევინარჩუნებ კოლეგიალურობას.
ვისწავლე ტოქსიკური ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა. ვისაც თქვენი წარმატება და ბედნიერება აშინებს, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები არ იცვლებიან. საუკეთესო გამოსავალი ასეთ მანიპულატორ ადამიანებთან არის დისტანცია. ამით მათ ართმევთ ყველაზე ძვირფასს – თქვენს ენერგიას, რომლითაც ისინი იკვებებოდნენ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
მარიამ შარმანაშვილი: „ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა“
ვიდეო: „მომენატრე, ჩემო ცოლო“ – კარლო პონტი ქართულად უკვე კარგად საუბრობს

