უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფების 8 გამარჯვებულმა (განთესილები) და 8 მეორეადგილოსანმა (განუთესავები).
1/8 ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის წარომამადგენლები.
წყვილები ასე დაკომპლექტდნენ:
ლაციო – ბაიერნი
ატალანტა – რეალი
ბორუსია გლადბახი – მანჩესტერ სიტი
ლაიპციგი – ლივერპული
ატლეტიკო – ჩელსი
სევილია – დორტმუნდი
პორტო – იუვენტუსი
ბარსელონა – პსჟ
განთესილი გუნდები განმეორებით მატჩებს შინ ჩაატარებენ.
პირველი მატჩები დაგეგმილია 16, 17, 23 და 24 თებერვალს, განმეორებითები – 9, 10, 16 და 17 მარტს.