LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა განახევრდება: ასე იცის რეიტინგმა

108

უეფა დეკემბერში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების 16-მდე შემცირებას განიხილავს.

ყველაფერი მაღალი რეიტინგითაა გამოწვეული.

”გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მივიღოთ. ამის თაობაზე კონსულტაციებს ვმართავთ და მოსაზრებებს ვისმენთ”, – განაცხადა Washington Times-თან ინტერვიუში უეფა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო მარკეტიმ.

გამოცემის მონაცემებით, ჯგუფური ეტაპის შემცირება 32-დან 16 გუნდამდე განპირობებულია იმით, რომ გაზრდილი რეიტინგების გამო ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ტელეუფლებები უფრო ძვირად გაყიდონ.

მარტში The Telegraph წერდა, რომ შემცირების შემთხვევაში გაუქმდება 1/8 ფინალი, ხოლო შესაძლო ცვლილებები 2018/19 წლების სეზონიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები