უეფა განიხილავს შესაძლებლობას, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები შაბათობით გამართოს. თუკი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს,ცვლილებები 2021 წლიდან ამოქმედდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2009-10 წლების სეზონიდან შაბათობით ტარდება, ახლა კი შესაძლოა იგივე ბედი პელიოფის მატჩებმაც გაიზიარონ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის ინიციატორები ტოპ-კლუბები: ”რეალი”, ”ბარსელონა” და ”იუვენტუსი” არიან. გუნდების წარმომადგენელთა აზრით, ჩემპიონთა ლიგის ¼ და ½ ფინალების შაბათს გადატანა გაზრდის ტელეაუდიტორიას, რადგან ეს დრო უფრო მოსახერხებელი იქნება ამერიკელი და აზიელი გულშემატკივრისთვის.