უკრაინის პრეზიდენტის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა მსოფლიოს რამდენ ლიდერს ელაპარაკება ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღე და ვისთან კონტაქტს გამოარჩევდა მათგან.
“ყოველდღე რვას, ან ათს [ლიდერს] ვესაუბრები. შემიძლია გითხრათ, ვისთან მაქვს ზედმეტად ბევრი კონტაქტი.
არა, ზედმეტად ბევრი არა, სწორად რომ გამიგოთ.
ხშირი კონტაქტი მაქვს ანდჟეი დუდასთან. ხშირი კონტაქტი მაქვს ემანუელ მაკრონთან
ხშირად ვკონტაქტობ ბორის ჯონსონთან. ასევე, ბალტიის ქვეყნებთან”, – თქვა ზელენსკიმ.
მედიის დამაზუსტებელ კითხვაზე – ანუ, ყველა გამორჩეულია?, უკრაინის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
“ვის გამოვარჩევდი? ჩემს ცოლთან ლაპარაკს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.