მომღერალი მეგი გოგიტიძე, სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს.
როგორც გოგიტიძე წერს, საქართველოში გაუქმებულ კონცერტებს არასდროს დაივიწყებს.
„აი ქარი რომ ჩადგება… ჩემს გაუქმებულ კონცერტს არასდროს დავივიწყებ საქართველოში… ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ…“, – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.
მომღერლის გადაწყვეტილების გამო, ბათუმში, კლუბმა ,,Sector 26-მა” 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.