ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მის კომპანიებში დასაქმებულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებულები არიან. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
„ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი არის აცრილი. ყველა რეგულაციას რა თქმა უნდა ეთანხმება, რადგან აცრა არის ის საკითხი, რომლის საწინააღმდეგოდ არც უნდა ფიქრობდეს ადამიანი,”- ამბობს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას საკუთრებაში, ამჟამად, შემდეგი კომპანიებია: “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “მაკდონალდს საქართველო” და სასტუმრო “ჯორჯია პალას ჰოტელი”.
