LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმეს მიეცა მსვლელობა…მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან” – დავით ქაცარავა

183
ქაცარავა

ჩემს ოჯახზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეს მსვლელობა მიეცა,– აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია-ს” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემს ოჯახზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა.

ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია.

მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას.

ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს ქაცარავა.

„გინებით მოვიდა.. ქალი თუ იჯდა არ იცოდნენ, არც ბავშვი დაგვინახავს“ – მორგოშია ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„გეგმავდნენ მანქანიდან ჩემი 13 წლის შვილის გადმოთრევას“ – დავით ქაცარავას თქმით, მის ცოლსა და შვილს „ალტ-ინფოს“ წევრები თავს დაესხნენ

ულტიმატუმი შსს-ს: დავით ქაცარავა მეუღლესა და შვილზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g