LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეგმავდნენ მანქანიდან ჩემი 13 წლის შვილის გადმოთრევას“ – დავით ქაცარავას თქმით, მის ცოლსა და შვილს „ალტ-ინფოს“ წევრები თავს დაესხნენ

411
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, წინ პრორუსული და ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრები მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც დავით ქაცარავა ამბობს, მისმა ცოლმა ავტომობილი პრორუსული დაჯგუფების ოფისთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა, რა დროსაც ოფისიდან 30-მდე პირი გამოვიდა.

ქაცარავას თქმით, მათ ავტომობილი, რომელშიც მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ, ალყაში მოაქციეს და დალეწეს.

წინააღმდეგობის მიუხედავად, ქაცარავას თქმით, მისმა მეუღლემ ავტომობილის დაძვრა მოახერხა.

„დაახლოებით, 30 არაკაცი მიუვარდა მანქანას, რომელშიც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ, ბეისბოლის ჯოხით დალეწეს.. განსაკუთრებით იმ მხარის გამონგრევას ცდილობდნენ, სადაც ჩემი შვილი, 13 წლის ქეთი იყო, მის გადმოთრევას გეგმავდნენ. საბედნიეროდ, მანქანა შიგნიდან ჩაკეტილი იყო.

ესენი არაადამიანები, არაკაცები არიან. წმინდა ძალადობრივი ჯგუფი“, – ამბობს დავით ქაცარავა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g