LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულტიმატუმი შსს-ს: დავით ქაცარავა მეუღლესა და შვილზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს

223
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„მე გამოვაცხადე მორატორიუმი 14 რიცხვამდე. შსს-ს ვაძლევ ვადას, რომ ისინი დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. მოხდეს მათი დაკავება, ვინც თავს დაესხა ჩემს მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს, თუ ეს არ მოხდება უფლებას ვიტოვებ ვიმოქმედო ჩემი შეხედულებისამებრ,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში დავით ქაცარავამ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა გადაცემაში „დღის თემა“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ალტ-ინფოსთან მომხდარი ინციდენტი და თქვა, რომ თავდასხმას თავად კოკა მორგოშიაც ადასტურებს.

„ჩემმა მეუღლემ ჩაიარა ალტ-ინფოს ოფისთან და მანქანის სიგანილით მიანიშნა, რომ აპროტესტებს ალტ-ინფოს არსებობას და მის საქმიანობას. საპასუხოდ გამოენთნენ ალტ-ინფოელი ორკები და მანქანას თავს დაესხნენ. ერთ დეტალს გავუსვამ ხაზს. ბავშვის მხარეს კარის სახელური არის გამოგლეჯილი, ანუ ისინი ცდილობდნენ კარი გაეღოთ და ბავშვი გადმოეთრიათ. ამ ყველაფერს კოკა მორგოშიაც ადასტურებს მონაყოლით, დანარჩენი, ვერ დავინახე რომ ქალი იყო და ბავშვი იყო ეს ლირიკა, რომელსაც თავის გასასამართლებლად იგონებს,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.

„გინებით მოვიდა.. ქალი თუ იჯდა არ იცოდნენ, არც ბავშვი დაგვინახავს“ – მორგოშია ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„გეგმავდნენ მანქანიდან ჩემი 13 წლის შვილის გადმოთრევას“ – დავით ქაცარავას თქმით, მის ცოლსა და შვილს „ალტ-ინფოს“ წევრები თავს დაესხნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g