LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს შვილს პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ ზურგში ჩაარტყა”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

674
pjimage

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სასურველი ჩევენების მისაღებად პოლიციამ მის შვილზე იძალადა.

როგორც დაკავებულის მამა აცხადებს, გამოკითხვის დროს არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ სამართადამცავებმა მას ჩვენება თავიდან უნდა ჩამოართვან.

„დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“ – შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

“რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია, ვიფიქრე, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა, ედავებოდნენ, შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა. 3-4 პოლიციელი ესწრებოდა ამას. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული იმ ბიჭის დაღუპვით, ჩემი შვილი თუ დასასჯელია, პირველი ის დასაჯეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემი შვილი “ნახალოვკელების” მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, მთვრალს მანქანაში ეძინა, რომ მიტრიალდნენ უკან, კიდევ მანანქაში ეძინა, ავტობანზე გაეღვიძა. როცა ბიჭებისკენ გაიქცნენ, ჩემი შვილიც ამ ბიჭებს გაყვა, მეტი არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა. იმხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო… მე იქ ვიყავი, მაგრამ დაღუპული მეცოდებოდა, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას და გამოძიებას ხელი არ შევუშალო-მეთქი და გავჩერდი. ჩვენება არასწორადაა ჩამორთმეული და ჩვენება თავიდან ჩამოართვან, იმ გამოკითხვას ადვოკატიც არ დასწრებია”- აცხადებს ბიჭის მამა.

შეგახსენეთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა

ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება

,,მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ” – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად (ვიდეო)

“ვარსკვლავი” – გიორგი შაქარაშვილის აქამდე უცნობი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები