LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა.. მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო“ – ნათია თოდუა მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება და პირველ კონცერტს აანონსებს

264
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

მომღერალი ნათია თოდუა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პირველი შვილი – ჰუგო შეეძინა, საკუთარ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში ატყობინებს, რომ მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება.

ფოტო: „შენ ხარ ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი” – ნათია თოდუა იუბილარია და ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„როგორც უკვე იცით, დედა გავხდი. ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა და მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო.

ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ამ წლის პირველი კონცერტი 5 მაისს ჩატარდება Wunder-Bar-Konzerte-ში, სადაც ახალ სიმღერებს დავუკრავთ“. – წერს ნათია თოდუა.

შეგახსენებთ, მომღერალი გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ფოტო, ვიდეო: სქესის გაგების ცერემონია ქორწილში და სალომე ზურაბიშვილი სტუმრად – მომღერალი ნათია თოდუა დაქორწინდა

ვიდეო: ნათია თოდუამ ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა – ულამაზესი კადრები

„ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!” – პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g