LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლასელებს არ მინდოდა ენახათ სად ვცხოვრობდი.. მაშინ მე ამის მრცხვენოდა.. ეს იყო რეალობასთან ძალიან მძაფრი შეჯახება ჩემთვის“ – ნათია თოდუა

321
ირაკლი კობახიძე (2)

მომღერალი ნათია თოდუა ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში ცხოვრების დღეებს და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს იხსენებს.

„დღემდე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება, ომის შემდეგ, თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სკოლაში აქ შემიყვანეს და ესეც ერთგვარი გამოცდა იყო – ქართულად საუბარი, ბავშვებთან კომუნიკაცია, რომლებიც ჩემგან განსხვავებულ გარემოში გაიზარდნენ. არ მინდოდა კლასელებს ენახათ სად ვცხოვრობდი, ამიტომ ერთხელ სხვა სადარბაზო ვაჩვენე, თითქოს იქ ვცხოვრობდი.. მაშინ მე ამის მრცხვენოდა.. ეს იყო ჩემთვის რეალობასთან ძალიან მძაფრი შეჯახება“, – იხსენებს ნათია თოდუა.

„ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი.. არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება! წაიქცევი? ადექი! წაგაქცევენ? ადექი! გადაგივლიან? მაინც ადექი!“ – ნათია თოდუა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები