ინტერნეტმომხმარებელი ეკა ონიანი “ფეისბუქზე” ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი” წერს, რომ თბილისში ცოტა ხნის წინ კურიერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
“ჩემს თვალწინ აილეწა გლოვოს თუ ვოლტის კურიერი ახლა, გადარჩა, ქუდი ეხურა და მოტოთი იყო, სავარაუდოდ ფეხი მოიტეხა.
ჰოდა ხალხო, გეხვეწებით, თუ აგვიანდება, ნუ დაახრჩობთ და გალანძღავთ კურიერებს, სიცოცხლის რისკის ფასად მოაქვს თითოეულ მათგანს ის ბურგერი და პიცა”, – წერს ეკა ონიანი.
“ფორტუნა” დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა როგორც გვითხრეს, უწყებაში განცხადება არ შესულა და ჯერჯერობით მომხდარზე ინფორმაცია არ აქვთ.