„დეილი მეილიმ“ ანჯელინა ჯოლისა და რუსი ოლიგარქის, იური შიფლერის მიმოწერა გაასაჯაროვა.
„ამ წერილით მე მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი სარფიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ბრედ პიტთან უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარ მიღწეული შეთანხმებით. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ბიზნესიდან მოგებასა და სიამოვნებას მივიღებთ. თუკი ოდესმე რაიმე დახმარება დაგჭირდება, გთხოვ, მომმართე. აგრეთვე მინდა დაგპატიჟო შვილებთან ერთად ჩემს ვილაში, რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს. ჩემთან გეპატიჟებით“, – წერს შიფლერი.
ცნობისთვის, გასულ წელს ანჯელინა ჯოლიმ საფრანგეთში მდებარე ღვინის მეურნეობის „შატო მირაველის“ საკუთარი წილი სწორედ იური შიფლერს მიჰყიდა.
წერილის გავრცელების შემდეგ, ინსაიდერები აცხადებენ, რომ ბრედ პიტი გაცეცხლებულია.