სტრუქტურულად ჩემი უფლებამოსილება არანაირად არ არის – ასე პასუხობს დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ შეწყალებულების საქმეზე გაჩენილ კითხვებს მის შესახებ და ამბობს, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია ბინძური ცილისწამებაა.
მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდა, მას ირმა ნადირაშვილის კითხვებისთვის მოუწია პასუხის გაცემა, საკმაოდ ემოციურად.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ზურაბიშვილი მათ აზრსაც კი არ ეკითხება
პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია - თეა წულუკიანი
„ჩემი ოჯახი ფსიქოლოგიურად არის ძალიან ცუდად. ისრები, რომ ჩემკენ მოდის იმიტომ ვარ დღეს აქ. ეს არის ბინძური ცილისწამება,“ – უთხრა მან ირმა ნადირაშვილს.
გაბუნიას განცხადებით, მისთვის ეს შეწყალება მიუღებელია და ასევე, მიუღებელია მისკენ თითების შვერა.
საპარლამენტო მდივანი ამტკიცებს, რომ მისთვის სია ცნობილი არ არის და სახელებს და გვარებს მედიიდან იგებს.
„ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი ხელმძღვანელი. კურატორი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვინც კონკრეტულად ამ სიებით და შეწყალებებით არის დაკავებული.
ჩემთვის ეს არის მიუღებელი. მე შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს. ყველაფერი მედიის საშუალებით გავიგე. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება, რომ ვიღაცას ჰკითხო? მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. გულწრფელად გეუბნებით, მეც მაინტერესებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად არ ვარ გარეული“, – აცხადებს გაბუნია.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების სიიდან ნაწილი გასაჯაროვდა. ჩადენილი დანაშაულების სიმძიმიდან გამომდინარე თემა სკანდალური გახდა და საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში იწყება