LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ნებისმიერი შეზღუდვა მიუღებელია, განსაკუთრებით – სიყვარულში“ – დათო გომართელის (მერწყულის) ასტროპორტრეტი

386
gomarteli-cagareli

19 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ ახალ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა მუსიკოსს დათო გომართელს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად განიხილა მერწყულის ძირითადი  თავისებურებები.

დათო გომართელის ასრტროლოგიური პორტრეტი 

ხარის წელიწადში, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული დათო, სწორედ ხარის წყალობითაა არნახული მოთმინების, ნებისყოფის პატრონი და განსაკუთრებული შრომისუნარიანობით, შეუპოვრობით გამოირჩეული, აქტიურობა, მობილურობა და მოუსვენარობა კი, ყველაზე თავისუფალი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მერწყულისგან მიიღო საჩუქრად, რომელიც სპონტანურობით, ორიგინალურად თვითგამოხატვის უნარით ხასიათდება და ძალიან არ უყვარს შეზღუდვა, ჩარჩოებში მოქცევა. ამასთანავე, მერწყული ყველაზე მეგობრული და კომუნუკაბელური ნიშანია, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობას უანგარობის და ერთგულების პრინციპებზე აგებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების უბადლო მცოდნე მერწყული, ნებისმიერ ინოვაციას სწრაფად ითვისებს და მაქსიმალურად ცდილობს მის პრაქტიკაში გამოყენებას. სხვათა შორის, ინტერნეტის განვითარებაში სწორედ მერწყულის ნიშნით დაბადებულმა ნოვატორებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, რაც არცაა გასაკვირი, რადგან გენიოსად წოდებული მერწყულის ინტელექტი სულ მცირე 10 წლით უსწრებს ზოგადსაკაცობრიო განვითარებას.

უამრავი დადებითი თვისებების პატრონი მერწყული არაჩვეულებრივი დიპლომატიცაა, რადგან ყოველთვის ზუსტად იცის, როდის გადავიდეს შეტევაზე და როდის ღირს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება ან უკან დახევა, თავისი ლოიალობით, დემოკრატიულობით ცნობილი კი, არც თვითონ იზღუდება, არც სხვას უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას.

– დათო, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ასტროლოგიის მიმართ და რამდენად ირგებთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის მთვარ მახასიათებლებს?

–  რა თქმა უნდა, ასტროლოგიის მჯერა, მეტიც როცა მერწყულზე ინფორმაციას ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მე მახასიათებენ, რადგან ძალიან მიყვარს თავისუფლება და საშინლად ვითრგუნები, როცა ჩემს შეზღუდვას ცდილობენ.

– განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამორჩეულ მერწყულს ყველაფერი აინტერესებს და ნებისმიერ ინფორციას ღრმად ეძიება. თქვენ რამდენად ცნობისმოყვარე ხართ?

– ვფიქრობ, სწორედ ცნობისმოყვარეობის წყალობით მოვირგე უამრავი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია. ჩემი აზრით, ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა ვითარდებოდეს, რადგან ასაკის მატებასთან ერთად გემოვნება, შეხედულება და წარმოდეგენებიც ეცვლება, რასაც ახალი ცოდნით, ინფორმაციით შევსება სჭირდება.

– სიყვარული და პარტნიორული ურთიერთობა დათმობას, კომპრომისს და გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინეთ. თქვენ როგორ ახერხებთ ამგვარი „უსიამოვნებებისგან“ თავის დაღწევას?

– ჩემთვის ნებისმიერი შეზღუდვა მიუღებელია და განსაკუთრებით სიყვარულში. ვფიქრობ, ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყოს როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორთან და ყოველთვის გრძნობების გათვალისწინებით იმოქმედოს. მართალია, სიმართლე ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მაინც არ ღირს მოტყუება და ფუჭი დაპირებების გაცემა. თუ გიყვარს – პირდაპირ უნდა გამოტყდე საკუთარ გრძნობებში და თუ არ გიყვარს, მაშინაც პირდაპირ უნდა თქვა, რადგან შერბილება ან ყალბი თანაგრძნობის თამაში, სინამდვილეში არავის სჭირდება.

– ასტროლოგების მტკიცებით, მერწყულს ყოველთვის გონებით უყვარს და არა გულით. თქვენთვის რამდენად მისაღებია ე.წ. „გონებრივი სიყვარული“?

– ვფიქრობ მისაღებია, რადგან ნაკლებად მჩვევია გრძნობებს აყოლა.

– ინტუიციით გამორჩეულ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ერთ-ერთი სწორედ მერწყულია. მართალია, მეტწილად ქალბატონები ხასიათდებიან წინათგრძნობით, მაგრამ არც ზოგიერთი მამაკაცი ჩამორჩება. თქვენ რამდენად ენდობით ინტუიციას?

– უცნაურია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც ყველაფერი სრულდება, რაზეც მანამდე ვფიქრობდი.

– გემრიელად მირთმევის მოყვარულმა მერწყულმა თავისი გურმანობითაც გაითქვა სახელი. თქვენ თუ მოგწონთ ორიგინალური, ეგზოტიკური კერძები?

– ნებისმიერი კერძს სიამოვნებით ვუსინჯავ გემოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომწონს.

– მერწყულის ფერებად ლურჯი, ცისფერი, ნეონის ფერები ითვლება. საინტერესოა, თქვენ რა ფერს ანიჭებთ უპირატესობას? 

– ძალიან მომწონს ცისფერი და ლურჯი.

– როგორია იდეალური ქალი მერწყულისთვის?

– ჩემთვის უმთავრესი ქალის ინტელექტი და გარეგნობაა. იდეალური ვარიანტია, თუ ჭკვიანი და ლამაზი ქალი კულინარიც საუკეთესოა.

– თქვენი საყვარელი მსახიობი ქალი?

– მართალია, არ ვიცი სამზარეულოში რამდენად უყვარს ფუსფუსი, მაგრამ ძალიან მომწონს გვინეტ პელტროუ.

– რას ურჩევთ ახალგაზრდებს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას?

– არაჩვეულებრივი ქვეყნის პატრონები ვართ, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, ამიტომ ყველას საკუთარი საქმის კარგად კეთებას ვურჩევ, რითაც არა მხოლოდ საკიუთარ თავს, ქვეყანასაც უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები