19 დეკემბერს, Stamba Books • სტამბის წიგნებში მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნის – “გასტონის კრეპერიას” – წარდგენა გაიმართა.
წიგნი ავტორის 9 მოთხრობას აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ლიტერატურულ პერიოდიკაშია დაბეჭდილი.
როგორც წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ, მასში არაფერია ისეთი, რაც არ მომხდარა ან, მინიმუმ, არ შეიძლებოდა მომხდარიყო. აქ ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას. ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“
„გასტონის კრეპერია“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. წიგნი ავტორთან ერთად გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ წარადგინა.