LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

256
60306452_439030333564359_94068502566010880_n

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილს განაგრძობენ – ერთ-ერთმა გაფიცულმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელი ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს.

როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, პირს ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

„ერთმა გაფიცულმა დღეს პირი ამოიკერა, ამ ფორმით აპროტესტებს ადმინისტრაციის დამოკიდებულებას. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკამყოფელდება, ყოველდღე დამატებით თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს. მაღაროელები არ ეთანხმებიან შემოთავაზებას ხელაფასების ახლა 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მინიმალური მოთხოვნაა ხელფასის 30%-ით გაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება“, – განაცხადა პაატა სამხარაძემ.

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ.

კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია. პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი. კომპანია აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g