LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის მაღაროში 55 წლის მამაკაცმა ხელი დაკარგა

105

ჭიათურაში კიდევ ერთი საწარმო შემთხვევა მოხდა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, 12:00 – 13:00 საათების შუალედში, ითხვისის მაღაროს სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.

როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ყვებიან, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, ამირან გოგატიშვილმა კი მისი გასწორება სცადა.

როგორც ჩანს, ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა ვიდრე ის ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად, მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა,“ – ამბობენ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები.

მათივე ინფორმაციით, ამირან გოგატიშვილი ძალიან გამოცდილი და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი მუშაკია.

მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულები არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი, პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები