პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაძაბულია.
სპეცრაზმელები მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ იყენებენ წყლის ჭავლის მანქანას, თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ.
ცნობისთვის, ქართველი ხალხი ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ განაახლებს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი