ტელეკომპანია „ფორმულას” წამყვანის, თამუნა ჩიხლაძის განმარტებით, მასსა და აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის შემდგარი დიალოგი, რომლის გაშიფრულ ვარიანტსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებში ვხვდებით, ნატა ფერაძის სახლში შედგა.
„შოკისმომგვრელი იყო ამ დიალოგის პოვნა ამ ფაილებში”, – ამბობს თამუნა ჩიხლაძე.
ჟურნალისტის თქმით, საქმეს აუცილებლად მისცემს სამართლებრივ მსვლელობას.
„როგორც ჩანს, თვალთვალი მიდიოდა ტრანსგენდერ ადამიანებზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. პანდემია ახალი დაწყებული, ჩემმა მეგობარმა სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს დახმარება ამ ადამიანების საკვებით და მითხრეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ და იქნებ შენ გქონდეს ინფორმაცია.
მე დავუკავშირდი ნატა ფერაძეს და ვთხოვე, თუ შეეძლო ამის ორგანიზება. ტელეფონზე გვქონდა ძალიან ხანმოკლე დიალოგი. მესენჯერშიც ორი-სამი კითხვით გავცვალეთ ინფორმაცია. მეც და ნატაც ვფიქრობთ, ასე გვახსოვს, რომ დიალოგის ის ნაწილი, რომელიც არის გაშიფრული სიტყვა-სიტყვით, ეს დიალოგი შედგა ნატა ფერაძესთან სახლში, სადაც მე კონკრეტულად ვუყვებოდი, ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ გადაწყვიტეს მათი დახმარება, რადგან მასაც ჰქონდა კითხვის ნიშნები, იყო ძალიან გაკვირვებული და მე უნდა დამერწმუნებინა ის, რომ ძალიან სანდო ადამიანები აპირებდნენ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას”, – აცხადებს ჟურნალისტი.
აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველანაირ ვერსიაზე იმუშავებენ.
ამავე თემაზე:
ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება