LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

68
ჯუანშერ ბურჭულაძე

აღნიშნულ მოვლენებს იმ მოვლენებთან ნუ აიგივებთ, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი დღესაც დაშანტაჟებული ჰყავდეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

დასმულ კითხვაზე: ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, იგეგმებოდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია და ზოგადად მნიშვნელოვანია თუ არა ამ ჩანაწერების გამოძიება, მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საქმეს კვალიფიკაცია წინასწარ არ უნდა მიეცეს.

ბურჭულაძის შეფასებით, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა, მან ჟურნალისტებს ასევე მოუწოდა: ნუ აძლევენ დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას.

„ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის უფლებები დავიცვათ. სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ნიშნებს კვალიფიკაციას ნუ მივცემთ – ვინ ჩაიდინა დანაშაული ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე ბრალს წაუყენებს.

თუ თქვენ ახლა, ამის გამოყენება წინასწარ, საარჩევნოდ გნებავთ და ეს გინდათ გაუპატიურებული ხალხის ჩაწერას შეადაროთ, ეს არის რადიკალურად, არსებითად სხვადასხვა შემთხვევა”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

„ნუ აიგივებთ ამ მოვლენებს იმ მოვლენებთან, რასაც  წინა ხელისუფლება სჩადიოდა“, – განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

ამავე თემაზე:

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g