ჩინელ მამაკაცს პარკირებაზე დროის დახარჯვა არ სურდა, ამიტომ მაღაზიაში ავტომობილით შევიდა. შემთხვევა ქალაქ ჩჟენცზენში მოხდა და ზარმაცი მძღოლი პირდაპირ მაღაზიაში დაპარკინგდა. როგორც სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, შენობაში შესვლის შემდეგ მძღოლმა გამყიდველის ყურადღების მიქცევა სიგნალით სცადა. კონსულტანტმაც მას საჭირო ნივთები მიაწოდა და მძღოლმა ტერიტორია დატოვა. როგორც ქსელში გავრცელებულ კადრებშია აღნიშნული, მამაკაცს ძალიან ეჩქარებოდა და ამ ნაბიჯით უბრალოდ დროის დაზოგვა სურდა.