ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად დიაბეტის განკურნება შეძლეს. გამოცემა Cell Discovery-ს ინფორმაციით, სასურველი შედეგის მიღწევა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით მოხერხდა.
პაციენტი 59 წლის მამაკაცი იყო, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტს 25 წლის განმავლობაში ებრძოდა. კაცს პანკრეასის უჯრედების უმრავლესობა დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ინსულინის მიღება დღეში რამდენჯერმეც კი უწევდა.
მედიკოსებმა პაციენტს ლაბორატორიული პანკრეასის უჯრედები გადაუნერგეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ პაციენტის ორგანიზმმა ინსულინის გამომუშავება დამოუკიდებლად დაიწყო.
ოპერაცია რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და მამაკაცი ამჟამად არანაირ დამატებით მედიკამენტებს აღარ იღებს.
როგორც მეცნიერები აზუსტებენ, საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, მანამდე კი იმის თქმა შეიძლება დაზუსტებით რომ მკურნალობის ეს მეთოდი პირველი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ სამწუხაროდ, არ გამოდგება.