LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი აერომობილების სერიულ წარმოებას იწყებს

133
ჩინეთი აერომობილების სერიულ წარმოებას იწყებს

2026 წელს კომპანია Xpeng Motors ჩინეთში აერომობილების სერიულ წარმოებას დაიწყებს. ბრენდის ტოპ-მენეჯერის თქმით, ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე აშენებენ პირველ ქარხანას, სადაც მფრინავი მანქანების სერიული წარმოება უნდა დაიწყოს. ასე რომ, ჩინეთი შესაძლოა გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც აეროქარებს გამოუშვებენ და თან გაყიდიან.

მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობა, რომელიც 180 კვადრატულ მეტრზე უნდა გადაიჭიმოს, ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში დაიწყო. ქარხანა 4 ცეხს გააერთიანებს, ასევე იქვე იქნება დამხმარე ობიექტები, რომლითაც Xpeng-ის სპეციალისტები დაკავდებიან. მოსალოდნელია, რომ საწარმო ყოველ წელს 10 ათასამდე აერომობილს გამოუშვებს. ფირმა Xpeng-მა ფრინავ მანქანებზე უკვე მიიღო 3 ათასამდე წინასწარი შეკვეთა. გარდა საშინაო ბაზრისა მწარმოებელი აერომობილებს აშშ-ს ტერიტორიაზეც გაყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები