ჩინეთი მალე ნომერ პირველი ტურისტული დანიშნულება გახდება. ასეთი დასკვნა USA Today–მ ანალიტიკურ ანალიზზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. სპეციალისტები ჩინეთის გაბრწყინების ხანად 2030 წელს ასახელებენ. მანამდე კი იმას აზუსტებენ, რომ მსოფლიოში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლურად უფრო და უფრო გაიზრდება. მაგალითად, 2018 წლის ბოლომდე ტურისტები 1,4 მილიარდჯერ იმოგზაურებენ, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5%–ით მეტია. 2030 წლსითვის კი მსოფლიოს გარშემო განხორციელებული მოგზაურობების რაოდენობა კიდევ 1 მილიარდით გაიზრდება. ყველაზე პოპულარული დანიშნულება ჩინეთი გახდება და ამჟამინდელი ლიდერი – საფრანგეთი მეორე პოზიციას დასჯერდება. აზიურ ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გამარტივება, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები თუ ზამთრის ოლიმპიადა ბუნებრივია, ტურიზმზე დადებით გავლენას იქონიებს.