LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინები დაბალეფექტიანია, ამასობაში ხომ “შეტენეს“ მილიონობით დოზები მსოფლიოს” – რევაზ ბოჭორიშვილი

131
a1610887871

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

ამჯერად, ბოჭორიშვილი წერს, რომ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, როცა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინები დაბალეფექტიანია.

“ერთ ერთი მთავარი ინფორმაცია დღეს ესაა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის აღიარებითი ჩვენება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტიანია.

სულ ორიოდე დღის წინ ვწერდი ჩემს პირად ეჭვებზე ამ ვაქცინებთან დაკავშირებით… ეფექტურობას და უსაფრთხოებას ვგულისხმობდი..

რევაზ ბოჭორიშვილი ჩინურ ვაქცინაზე: „ვაქცინაციის მომხრეობა არ ნიშნავს, ყველანაირი დაბოლება გავატარო…“

საქართველოს მიერ მათი დაჩქარებულად შესყიდვა, სულ ორიოდე თვის წინ კატეგორიული (თითქოს) უარის შემდეგ, კიდევ სხვა ეჭვებს აჩენდა და ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა დღეს… უნდა მოესწროთ…
ალბათ დაგროვდა მონაცემები, რასაც ჩინელები ვეღარ დამალავდნენ, თანაც ამ მესამე ფაზის კვლევის მონაცემების გამოქვეყნებას რატომღაც (?) ვეღარ მოაბეს თავი…
ამასობაში ხომ “შეტენეს“ მილიონობით დოზები მსოფლიოს… ხომ ეს “მილიონები“ იყო ერთადერთი არგუმენტი მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასასაბუთებლად და კიდევ “ტრადიციული“ მეთოდიკა… რომელიც საუკეთესოაო, თავად ელჩმა ბრძანა. არადა, თავად რატომღაც არ აცრილა…
ძალიან ცუდია ეს ყველაფერი….საქართველოსთვის. თორემ აგერ ევროპას არც უფიქრია არასდროს და ახლა მითუმეტეს, თუნდაც “საჩუქრად“ მიღება…” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები