LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარ წაგებაზე დადეს ფული

2511536-52129430-2560-1440

ჩინეთში სკანდალია, რაც ტოტალიზატორში თამაშს უკავშირდება.

ჩინეთის ნაკრების 4 მოთამაშემ აზიის თასის ¼ ფინალში საკუთარი გუნდის წაგებაზე დადო.

ერთ-ერთმა ჩინელმა ფეხბურთელმა, რომლის სახელი ბუნებრივია არ არ სახელდება, მეგობრებს WeChat-ის მესენჯერით მისწერა, რომ ნაკრების ოთხმა ფეხბურთელმა, აზიის თასზე ირანთან მეოთხედფინალურ მატჩში, ფული თავისი გუნდის წინააღმდეგ დადო.
ეს ფეხბურთელები არიან: ჰაო იუნმინი, უ სი, ში კე და ფენ სიაოტინი.

თამაში ირანმა 3:0 მოიგო. ფენ სიაოტინი და უ სი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაში შეცვალეს, ჰაო იუნმინმა და ში კემ 90 წუთი ითამაშეს.

ამ მატჩის მერე ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან წავიდა ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი.

ჩინელები აზიის თასის ორგზის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები