LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები საქართველოში ყოველდღიურ ოპერირებაზე გადადის

134
ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები

„სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან და უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ყოველდღიურ ოპერირებაზე გადადის. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილე „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ დღევანდელ რეისზე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და სხვა სტუმრები. 

„სავიზო რეგულაციის შემსუბუქება მნიშვნელოვანი მუხტია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და რაც მთავარია, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ უკვე ვხედავთ აღნიშნული გადაწყვეტილებების პირველ შედეგებს. მათ შორის, გაიზარდა ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ავიასიხშირეების ზრდა კი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას, უპირველესად კი, ტურიზმსა და ავიაციაში“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები