ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 490 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობაა 24 24 324.
ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დაღუპულთა 80% 60 წელს გადაცილებული პირი იყო და მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.