LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში დამრღვევ ქვეითებს წყლის ჭავლით სჯიან (ვიდეო)

40

ჰუბაის პროვინციაში, ჩინეთში იმ ქვეითებისთვის, რომლებიც გზის გადაკვეთას წითელზე დააპირებენ, უჩვეულოდ დასჯიან – მათ წყალს წყლის ჭავლი შეაჩერებს.

როდესაც ქვეითი მოისურვებს ქუჩა შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გადაკვეთოს, ამას ელექტრო სენსორი დააფიქსირებს. შედეგად კი, გზის ნაპირას დამონტაჟებული მოწყობილობიდან წყლის ჭავლი წამოვა, რომელიც დამრღვევი ქვეითისკენ იქნება მიმართული. წყლის ტემპერატურა 26 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ასეთი სისტემის დაყენება 200 000 დოლარი ჯდება. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ვიდეორგოლები, თუ როგორ მოქმედებს მოწყობილობა.

ინტერნეტ-მომხმარებლები ხუმრობენ, რომ სიცხეში შხაპის მიღებას პირდაპირ ქუჩაში, უფასოდ შეძლებენ.

ჩინეთში კიდევ ერთი აკრძალვა ამოქმედდა. თუკი პეკინის ქუჩებში ვინმე დაასიგნალებს, 100 იუანის გადახდა მოუწევს. დარღვევას ქუჩის კამერები დააფიქსირებენ. ამის შემდეგ, დამნაშავე ავტომობილის ნომერი სპეციალურ ტაბლოზე გამოჩნდება, რომელიც გზაზევეა განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები