LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში გიჟური ელექტროპიკაპის პრემიერა შედგა

144
Screenshot 2023-01-05 131738

გუანჩჟოუს ავტოსალონზე კონცეპტუალური პიკაპის IAT Truck Mad-ის პრემიერა შედგა. ეს არის სრულფასოვანი სატვირთო, რომლის სვლის მარაგიც 1000 კილომეტრია. პიკაპმა ტრანსფორმირებადი სალონი და მრავალფუნქციური სატვირთო ზონა მიიღო.

კომპანია IT Automobile Technology 2007 წელს დაარსდა. მისი მოღვაწეობის მთავარი სფერო – სამეცნიერო კვლევები და დიზაინი, პროტოტიპების შექმნა და ასევე ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებისთვის მთავარი კომპონენტების დამზადებაა. IAT-ის პროექტებს შორისაა – ინტელექტუალურად მოქნილი პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ზომის ავტომობილებს ერგება და 4.5-დან 8 ტონამდე ტვირთს იტევს.

რაც შეეხება Truck Mad-ს, მოდელში 5 დასაჯდომი ადგილია, მძღოლის ადგილი ცენტრალურია, იქვეა ორი განცალკევებული სავარძელი და VIP-დივანი. სატვირთო პლატფორმა მრავალფუნქციურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც გენერატორი, პირველი დახმარების ნაკრები და ინსტრუმენტებით სავსე ყუთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები