ჩინეთში პირველი „ორსული რობოტის“ შექმნაზე მუშაობენ. ჰუმანოიდ რობოტს ხელოვნური საშვილოსნო ექნება.
წყაროს ცნობით, რობოტი ადამიანის დაბადების სრულ ციკლს გაიმეორებს, ჩასახვიდან მშობიარობამდე. ნაყოფი ხელოვნურ საშვილოსნოში განვითარდება და სპეციალური მილით მიიღებს საკვებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური საშვილოსნოს ტექნოლოგია უკვე შემუშავებულია და ახლა მთავარ ამოცანას მისი რობოტის სხეულში ინტეგრაცია წარმოადგენს. პირველი პროტოტიპი უკვე მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი, მისი ღირებულება კი 14 000 დოლარს შეადგენს.
