LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთთან “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 9 მაისს გაიმართება

39

საქართველო-ჩინეთს შორის “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 9 მაისს გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაასრულონ.

”იმედი გვაქვს, მომდევნო რაუნდი წარმატებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს წლის ბოლომდე დავასრულოთ მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს საქართველოსთვის დამატებით 1 მლრდ 400 მილიონიანი ბაზრის გახსნას. ჩვენ შევეცდებით ტარიფების მაქსიმალური განულება და სერვისების ლიბერალიზაცია მოვახდინოთ. საქართველოს ინტერსეში შედის, რომ განულებული ტარიფი შეეხოს ყველა პროდუქციას, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ” – განაცხადა არველაძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 23-24 თებერვალს გაიმართა.

magti 5g