LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური კომპანიის სწრაფი ტესტი, რომელიც ევროპაში დაიწუნეს, საქართველოში არ გვაქვს

154
1122

დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში შემოსული ტესტების არასანდოობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა და განმარტა, რომ მთავრობა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტების დაცვით ზრუნავს, ამიტომ ყველა ტესტი, რომელიც უკვე შემოსულია ქვეყანაში, ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმებულია. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჩინური კომპანია “ბი-ოს”-ის მიერ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაყიდული ტესტი თავად კომანიამ უკვე ამოიღო ბაზრიდან. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა, თუმცა დღეის მდგომარეობით ის ანულირებულია. შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიაში ეს ტესტები არ არის. მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი შემოსული ახალი ტესტი, რომელიც ინფექციის დასადგენად გამოიყენება,  დაკვირვებას ლაბორატორიულად გაივლის.

“ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. კომპანია “ბი-ოსმა” მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გამოაქვეყნა ნოტა და საკუთარი პროდუქცია თვითონვე გაიწვია ბაზრიდან. საქართველოს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით ლუგარის ლაბორატორიაში მათი ტესტი არ გაგვაჩნია. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი გადის დაკვირვებას ლუგარის ლაბორატორიაში და შემდეგ გამოიყენება”, – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან. რაც შეეხება იმ 100 სწრაფ ტესტს, რომელიც უკვე ჩამოსულია საქართველოში, მინისტრი აცხადებს, რომ ის სხვა კომპანიის პროდუქციაა, რომელიც მაღალტექნოლოგიური და სანდოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები