LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას… ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“ – ჩინეთის საელჩო დანიგანს

126
ჭოუ ციენი რობინ დანიგანი

„ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას“ – ამის შესახებ განცხადებას, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება.

„კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია – რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ – რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო აღნიშნავს, ჩინური მხარე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი:

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: “China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.

ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრენსიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია“.

ელჩის თქმით, ჩნდება კითხვა, „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს.“

„კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა… ჩინეთი არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას“- ჩინეთის ელჩი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე

magti 5g