LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩინური ვაქცინების შესახებ არანაირი სამეცნიერო პუბლიკაცია არ არსებობს” – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

157
46375893-10157070966154236-9088723948836749312-o-2020-03-22-08-12-29-438447

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხს ეხმაურება. ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ განსხვავებით ფაიზერის, მოდერნას და ასტრაზენეკას ვაქცინებისგან, ჩინური ვაქცინების შესახებ არანაირი სამეცნიერო პუბლიკაცია არ არსებობს.

ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება - ასტრა ზენეკა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა - თენგიზ ცერცვაძე

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და ის არ გამორიცხავს, რომ ჩინურმა ვაქცინამ აჯობოს სხვა ყველა ვაქცინას.

,,ჩინური ვაქცინების შესახებ არანაირი სამეცნიერო პუბლიკაცია არ არსებობს. ისეთი, როგორიც გამოქვეყნდა პფაიზერის, მოდერნას და ასტრა ზენეკას ვაქცინების კვლევის დასრულების შედეგად.

ჩინელებმა ისე დაიწყეს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია და სხვა ქვეყნებზე ვაქცინის გადაცემა, რომ კვლევების მესამე ფაზის მონაცემები ეფექტურობაზე, გვერდით მოვლენებსა და გართულებებზე არ გამოუქვეყნებიათ. მეილიც კი.

თუმც, მტკიცებითი მედიცინა რა საჭიროა. ჩინური წარმოშობის ვირუსია და ყველაზე მეტი მათ უნდა იცოდნენ კოვიდ-19-ის მკურნალობაზეც და ვაქცინებზეც, არა?”-წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g