LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირიფრუტმა” შოკოლადის ჩურჩხელებისა და სტაფილოს ცუკატების წარმოება დაიწყო

413

შპს ”ჩირიფრუტმა” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა და შოკოლადის ჩურჩხელებისა და სტაფილოს ცუკატების წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, სტაფილოს ცუკატები ქართულ ბაზარზე ინოვაციაა და მას ”ჩირიფრუტი” საკუთარი რეცეპტით და ტექნოლოგიით ამზადებს.

”გარდა ძირითადი პროდუქციისა, რომლითაც ბაზარზე გამოვჩნდით- ანუ სხვადასხვა სახეობის ჩირებისა, გვაქვს ჩვენი ინოვაციური პროდუქციაც. ესენია: გოგრის ტყლაპი,  ასევე სტაფილოსა და ფორთხოლის ცუკატები. აღნიშნულ ცუკატებს ვავლებთ შოკოლადშიც”,- აღნიშნა ჯიქიამ.

მისივე ინფორმაციით, ”ჩირიფრუტის” პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე, ძირითადად, თბილისის მასშტაბით ხორციელდება. ”სამწუხაროდ, ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი არ გვაქვს, შესაბამისად, ტრანსპორტირება ჭირს. ამიტომაც, თბილისის დიდ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჩირები შევიტანეთ ”მაწვნის სახლში ალავერდთან”, ასევე ბორჯომში  სასტუმრო ”რიქსოსში”- განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის) , ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის) , ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები