LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩიზბოუთი”- აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი ამერიკულ კულინარიულ შოუში

678

ამერიკას აინტერესებს როგორ მზადდება “ჩიზბოუთი” და მოდი გვასწავლე როგორ კეთდება ის – სახელგანთქმული გამოცემების , ნიუ-იორკერისა და ინსაიდერის შემდეგ, “ჩიზბოუთს” და მის მომზადების წესს ABC-ის პროგრამა “The chew” უძღვნის ეთერს.

შეფ-მზარეული ქართული კერძის მომზადებისას , ყველის ერთ-ერთ სახეობას – ფეტას იყენებს. კულინარიულ შოუში დეტალურად ხსნიან ქართული აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს და ამბობენ, რომ ერთი შეხედვით მარტივი კერძი, საკმაოდ რთული მოსამზადებელია.

გვერდს, რომელსაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს , ვიდეოს “როგორ გავაკეთოთ ქართული “ჩიზბოუთი”  განთავსებიდან მალევე, რამდენიმე ათასი მოწონება და ასეულობით გაზიარება ჰქონდა.

 

https://www.facebook.com/thechewonabc/videos/1681975125195460/

 

აჭარულ ხაჭაპური, ნიუ იორკში  „ჩიზბოუთის“ ანუ  “ყველის ნავის” სახელითა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g