საქართველოს საპატრიარქოში 23 თებერვალს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს,ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დრო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი, რაც, შესაძლოა, „ციანიდის საქმის“ მნიშვნელოვანი დეტალი, ან – საპატრიარქოსთვის ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს.