ჩოხატაურში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ცნობისთვის, ჩოხატაურში გაუჩინარებულ 73 წლის მამაკაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.