LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭორის დონეზე ნუ ლაპარაკობთ, მოწმე არის? შეიძლება ცილისწამებაა – მეუფე იოანე ყინწვისში სასულიერო პირის დაკავებაზე

168
Capture

“თითქოს ჩასაფრებული ხართ, რომ მაინც და მაინც დანაშაული იპოვოთ” – ასე ეხმაურება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერ პირის მიერ მეორე სასულიერო პირის დაჭრას. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და მხოლოდ ცილისწამება იყოს.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

მიტროპლიტმა იოანემ აღნიშნა, რომ ადგილზე მხოლოდ ბერები იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ თემაზე არაფერს ამბობენ.

“თქვენ იქ არ იყავით და ამიტომ ჭორის დონეზე ნუ ლაპარაკობთ. მეც არ ვიყავი და ვერაფერს გეტყვით ამაზე. მე არ მგონია, რომ იქ პოლიციელი ჩასაფრებული ყოფილიყო. შეიძლება ცილისწამებაც იყოს. ბერებს ჰკითხეთ? იმათ ჰკითხეთ რა იყო, მე რა ვიცი. შეფასება შეიძლება იმის, რაც იცი. რაც არ იცი, იმის შეფასება არის ცილისწამება. თუ დაკავებულია, მაშინ დაელოდოთ გამოძიებას. ბერები არ ამბობენ და ვინ ამბობს? გამოძიება იწყება მერე, როცა უკვე დაფიქსირდა. იქ პოლიციელი იყო ვინმე? მოწმე ვინმე არის ბერების მეტი? არავინ არ არის და რატო ლაპარაკობენ? თითქოს ჩასაფრებული ხართ, რომ მაინც და მაინც დანაშაული იპოვოთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

„აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები… შვიდი ტყვია დაახალა მანქანას“: ყინწვისში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა, თუმა თავად არქიმანდრიტი საბა ამას უარყოფდა.

“ჩვენი წინაპრები ყინწვისის ანგელოზს ხატავდნენ და ახლანდელი მღვდლები ერთმანეთს ავტომატებს ესვრიან” – ბასილ კობახიძე

magti 5g