LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავეს

380
ყინწვისი 2

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ერთი დაკავებული – ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დაპატიმრებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. 

"მხედრიონის კლასტერი ყინწვისში" - არქიმანდრიტი დაჭრის ფაქტს უარყოფს

არქიმანდრიტი საბა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუს უწოდებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მონასტერეი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ, მათ შორის არც ის პირი, ვინც, წინამძღვარმა , სავარაუდოდ, დაჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები